აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო კანონი "უცხოური გავლენის შესახებ", რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, მოახდენს ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რომ ქართველებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ ვნახეთ აშკარა მინიშნებები დაშინებისა და ძალადობის გამოყენების შესახებ მშვიდობიანი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. როგორც "ეროვნული უსაფრთხოების კანონი", ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური უთანხმოების ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რისი ქონის უფლების მქონეა ქართველი ხალხი და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს - ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.
ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
0 კომენტარი