ქართული ოცმების მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეხმაურება. მისი თქმით, ვაშინგტონი სერიოზულად განიხილავს გარკვეული ზომების მიღებას.
„ძალიან გვაშფოთებს უცხოელ აგენტთა კანონი, რომელიც სამი მოსმენით მიიღეს. ვფიქრობ, და ეს სამწუხაროა, რომ კანონი პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადაღებული და მგონია, რომ ის სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართველების უდიდესი უმრავლესობის სურვილთან, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ მიდიოდეს. ასე რომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის პასუხად და ველი, რომ ზომებს მივიღებთ. ევროკავშირიც განიხილავს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე ამ კანონის გავლენას. ამიტომაც, ველი, რომ მომავალში სიახლეები იქნება ამ კანონის შესაძლო შედეგების გამო“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
0 კომენტარი