ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ამის მიზეზი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთიდან შთაგონებული „უცხიური გავლენის“ შესახებ კანონის მიღებაა. ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივას ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ და შემაკავებელი ზომების განხილვას ისინი მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოითხოვენ. ვარიანტები მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მიზანმიმართულ სანქციებს და დაფინანსების გაყინვას.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამოქმედების შემთხვევაში „უცხოური აგენტების“ კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას საქართველოს გაწევრიანების პროცესში, რაც ამძაფრებს შეშფოთებას, რომ ქვეყანა სულ უფრო სწრაფად მიიწევს რუსეთის ორბიტისკენ.
0 კომენტარი