საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო.
ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი არიან და ჩვენ აქტიურად დავუჭირეთ მხარი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში.
ამიტომ, ჩვენ ღრმა სინანულით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებით, კერძოდ კი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებით.
საქართველოს ევროპული გზა განსაზღვრულია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება დამოკიდებულია საქართველოზე“, - ნათქვამია მაკრონისა და შოლცის განცხადებაში.
0 კომენტარი