მამაკაცს, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა სლოვაკეთის მედიაში წერენ, რომ ეს არის 71 წლის მწერალი და პოეტი იურაი ცინტულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 59 წლის რობერტ ფიცო ამჟამად სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. ის მუცლისა და მკლავის არეშია დაჭრილი. თავდამსხმელმა მას ხუთჯერ ესროლა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მატუს სუტაი ესტოკმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.

რამდენიმე სლოვაკმა პოლიტიკოსმა შემთხვევას „დემოკრატიაზე თავდასხმა“ უწოდა. ხუთშაბათს სლოვაკეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სუზანა კაპუტოვამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და პარტიის ყველა ლიდერი პოლიტიკური დაძაბულობის განსახილველად შეხვედრაზე მიიწვია.

პრემიერმინისტრად რობერტ ფიცოს არჩევამ სლოვაკეთის საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია. ის ცნობილია თავისი მოწოდებებით, რომ შეწყდეს უკრაინის სამხედრო დახმარება და გაუქმდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *