ევროკავშირი გაყინავს საქართველოს გაწევრიანების პროცესს, თუ თბილისი დაამტკიცებს საკამათო კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, ვლადიმერ პუტინის რუსეთში მირებული კანონის სულისკვეთებით არის შექმნილი.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამშაბათს მიიღო კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს მედიას და სამოქალაქო ჯგუფებს, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, დარეგისტრირდნენ „უცრო ძალის ინტერესების გამტარებლად“. ამის გამო უკვე თვეებია, რაც ქვეყანაში დემონსტრაციები და ბრიუსელის მხრიდან არაერთი გაფრთხილა გამოიწვია.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით გადაიდება, თუ კანონი ძალაში შევა, განუცხადა Financial Times-ს ევროკავშირის სამმა წარმომადგენელმა.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ. . . ეს არის აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ერთმა პირმა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის ბოლო დღეებში მიმდინარე დისკუსიებს ესწრებოდა. „[საქართველოს მთავრობამ] იცის, რა მოჰყვება ამას“.
მმართველი უმრავლესობა საბოლოო კენჭისყრას უახლოეს კვირებში გეგმავს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაპირებისამებრ ვეტოს დაადებს კანონპროექტს და მას პარლამენტს დაუბრუნებს.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში გააკეთა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დეკემბერში კი ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შემდეგი ნაბიჯი არის ევროკომისიის მიერ ოფიციალური რეკომენდაციის გაცემა ევროკავშირის მთავრობებისთვის, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, ქვეყანამ რამდენიმე რეფორმა უნდა გაატაროს.
ბრიუსელში მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში კომისია ამ რეკომენდაციას არ გასცემს.
„ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“, - განაცხადა კომისიამ ოთხშაბათს და დასძინა, რომ ბლოკმა „მკაფიოდ და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სული და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“.
კომისიამ განაცხადა, რომ კანონი „ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას“, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს თავისი ახალი უფლებამოსილება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და შევიწროების მიზნით, რათა საბოლოოდ მათი საქმიანობა აღკვეთოს.
ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხშაბათს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონი საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კეტავს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ საქართველო გზაჯვარედინზე დგას: „ეს კანონი არის არჩევანის სიმბოლო რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონი საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს“.
მან გააფრთხილა საქართველოს მთავრობა, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში საქართველომ შეიძლება დაკარგოს არა მხოლოდ წევრობის პერსპექტივა, არამედ ამჟამინდელი შეღავათებიც, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.
სამშაბათს საღამოს ევროპელი ოფიციალური პირები საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
”თქვენ არ ხართ რადიკალები, თქვენ ხართ ევროპული მეინსტრიმი, რადგან იბრძვით დემოკრატიისთვის!” - განაცხადა გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა. - „ჩვენ ვერ ვიქნებით პარლამენტში, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ აქ, თქვენთან. ჩვენ თქვენი გვესმის! თბილისი ევროპის დედაქალაქია!”
0 კომენტარი