ოთხი ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯუზეპ ბორელს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სანქციების განხილვის წინადადებით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ შემაკავებელი ზოები გამოყენებულ უნდა იქნას ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობხიძისა და შალვა პაპუაშვილის მიმართ, ასევე იმ 83 დეპუტატის მიმართ, ვინც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მხარს დაუჭერს.
„ამ დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვინდა დაგისვათ შემდეგი გადაუდებელი კითხვები:
- 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე შესთავაზებთ თუ არა მინისტრებს მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესებას ბ-ნი ივანიშვილის, ბ-ნი კობახიძისა და ბ-ნი პაპუაშვილისთვის, ისევე როგორც მსგავსი ზომების დაწესებას საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, ვინც ხმას მისცემს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?
- თქვენ და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი დაავალებთ თუ არა საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიას , შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება. მათ შორის ამ ფინანსური მხარდაჭერის გადანაწილებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. ასევე აპირებთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაშია?
- აპირებთ თუ არა ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოს ელჩის გამოძახებას, იმისთვის რომ მასთან ეს კანონი დაგმოთ და განიხილავთ თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესაძლებლობას?“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ თეის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი.
0 კომენტარი