საქართველოს შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს. მისი თქმით, გუშინ ევროკავშირის ელჩები შეიკრიბნენ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.
„ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ იმსჯელეს, მათ შორის განიხილეს პოტენციური ზომები უცხოელი აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი განიხილება“, - წერს იოზვიაკი.
ამავე დროს, ევროკომისია განახლებული ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს. იოზვიაკის თქმით, ბრიუსელი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს ხანში გაავრცელებს.
0 კომენტარი