მომდევნო კვირას საქართველოს გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი და ევროკავშირის წევრი ქვყენების წარმოადგენლები ეწვევიან. ევროპელი პოლიტიკოსები ხელისუფლების, ოპოზიიციისა და სამოქალაქო სეტორის წამომადგენლებს შეხვდეებიან.
„13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს - თბილისს! ჩემთან ერთად იქნებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პატვცემული კოლეგები. მოუთმენლად ველი შეხვედრებს საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების მამაც აქტივისტებთან“, - წერს როთი სოციალურ ქსელში.
დასავლელი პარნიორები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყოველლდღიურად მოუწოდებენ შეწყვიტოს რეპრესიული კანონის მიღების პროცედურა, ამასთან ერთად კი 30-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს მიმართა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება.
ამავე დროს, ევროკომისია განახლებული ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„გუშინ ბრიუსელში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. 26-მა წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა. უნგრეთი ჩუმად იყო. შესაძლოა, მალე ევროკავშირმა განცხადება და კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.
0 კომენტარი