„არ ვიცოდი, თუ კობახიძე „ჰამასის“ მომხრე იყო“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ლუკ კოფიმ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებაზე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში ირონიულად დაწერა, რომ დერეკ შოლესთან არ გამოუხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში ამერიკული პოლიციის მიერ პრო-პალესტინელი დემონსტრანტების „სასტიკად დარბევის გამო“.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ შოლესთან საუბრისას გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლებში რევოლუციის ორი მცდელობის თაობაზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული არასამთავრობოების მეშვეობით ხორციელდებოდა.

„ეს იდიოტობაა“, - წერს ლუკ კოფი სოციალურ ქსელში.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *