ღრმად ვართ შეშფოთებულები კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩვენ შეშფოთებული ვართ და ვგმობთ ცრუ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ კანონმდებლობისა და ანტიდასავლური რიტორიკის დასაცავად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ პასუხებზე, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებულები ვართ. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ სახელმწიფო მდივანი ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ქვეყანაში, ეს არის საკითხი, რომელზე ინფორმაციაც რეგულარულად აქვს“, - აცხადებს მეთიუ მილერი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *