საქართველოში ბრიტანეთის საელჩო რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული". - წერია საელჩოს განცხადებაში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რუსული კანონის რეინიცირებას და სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დარბევის მცდელობას გამოეხმაურა.
"საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად" - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ში.
ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყანა რეგრესისკენ მიჰყავს:
"მტკიცედ ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა რეგრესისკენ მიჰყავს და ძირს უთხრის ევროპულ პერსპექტივას. საქართველოს ადგილი ევროპაშია. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება, მათ ეს წაართვას".
0 კომენტარი