აშშ-ის სენატის მაღალი რანგის წევრი ჯიმ რიში თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ამერიკელი პოლიტიკოსი წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის ინიცირებითა და ორი მოსმენით მიღებით შეშფოთებულია. რიში საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ამ კანონის მიღება და არასამთავრობო ორგანიზაციებს მშვიდად მუშაობის საშუალება მისცეს.
„შეშფოთებული ვარ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, რომლის გატანასაც ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ ასე მონდომებით ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა მიეცეს მშვიდად მუშაობის საშუალება, მათი არსებობით უკმაყოფილო მთავრობის მხრიდან ჩარევის გარეშე“, - წერს ჯიმ რიში სოციალურ ქსელში.
0 კომენტარი