თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა - ტვ პირველის კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მან დაზიანება სავარაუდოდ რეზინის ტყვიით ჩიტაძის ქუჩაზე მიიღო - კადრებში, რომელსაც მედია ავრცელებს, ის კინო რუსთაველის შენობის წინ ჩანს და სავარაუდოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეპიკაჟთან მიყავთ აქციის სხვა მონაწილეებს.
მედიის ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქე ნიუ ჰოსპიტალში წაიყვანეს სამედიცინო დახმარების მისაღებად.
რუსთაველზე აქციის დარბევა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა ყველა საპოლიციო სპეციალური საშუალება: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ დახშულია კომუნიკაციებიც - ტელეფონის და ინტერნეტის სიგნალი სუსტია, თითქმის შეუძლებელია პირდაპირი ეთერის ჩასართავად საჭირო ტექნიკის გამოყენებაც.
0 კომენტარი