"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ "დღეს მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ერთიორად გაზრდილია".
"თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ნამდვილ პარტნიორობაზე, ნამდვილ მეგობრობაზე, მაშინ შეუძლებელია ჩვენი მეგობრები რაიმე სერიოზულ პოლემიკაში შემოვიდნენ. არანაირი არგუმენტი ამის საწინააღმდეგო, რეალური, ჯერ ჩვენ დღედე არ მოგვისმენია, გარდა პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც ქვეყნის შიგნით, ვიწრო ოპოზიციურმა პარტიებმა დათესეს და გარკვეული გაფართოება აქვს ქვეყნის გარეთ. დღეს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ერთიორად გაზრდილია და ამას როგორც საქართველო, ისე მთელი მსოფლიო თვალნათლივ დაინახავს", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
0 კომენტარი