"ქართული ოცნების" ორგანიზებით, თბილისში, პარლამენტის წინ 20:00 საათზე "საერთო სახალხო შეკრება" დაიწყება. მანამდე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ცნობილია, რომ დღეს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაცაა დაგეგმილი.
მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ დაორგანიზდა საჯარო მოსამსახურეების რეგიონიდან ჩაყვანა თბილისში.
პარალელურად, რუსულ კანონს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.
0 კომენტარი