საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფრანგული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარლამენტი არა პრორუსულ, არამედ რუსულ კანონს განიხილავს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული კანონების ასლია. 

"ეს არა პრორუსული არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ საბოლოოდ შეებოჭათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელი შეეშალათ მათი საქმიანობისთვის და ასევე მედიისთვის. აქ ჩვენ ამის ასლი გვაქვს. მე უკვე 5 ვეტოს უფლება გამოვიყენე და მალე მეექვსედ გამოვიყენებ ვეტოს, რადგან მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ ყოველ ჯერზე როდესაც კანონის შინაარსი ან ტექსტი შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის მიზანი, მიზანი არ არის დაჩქარება, არამედ ხელის შეშლის თავიდან აცილება. ხელის შეშლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესშია. ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *