ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში ხელმეორედ წარდგენილ რუსულ კანონს ეხმაურება და სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას აქვეყნებს. მისი განცხადებით, "კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს და ის კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არა დააახლოებს მასთან".  

 

"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს და ის კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არა დააახლოებს მასთან", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, რუსულ კანონს ათი ათასობით მოქალაქე აპროტესტებს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. ტერიტორიაზე მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცავები. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *