მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მოსამართლე ზვიად შარაძემ მას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. განაჩენის გამოცხადებისას ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა. ის წარდგენილ არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მსჯავრდებულის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით უკვე მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებთან ერთად, უფლებადამცველები და მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *