ტელეკომპანია "იმედი", "გორბის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც შეკითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება: ქართული ოცნება - 60.4%; ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი - 12.6%; ლელო - 4.7%; ევროპული საქართველო - 4.5%; საქართველოსთვის - 3.7%; გირჩი მეტი თავისუფლება-დროა - 3%; „ახალი“ - 1.6%; ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი - 1,4%; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 0.9%; მოქალაქეები - 0.6%; ლეიბორისტული პარტია - 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული - 6%;
ორგანიზაცია "გორბმა" კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა. როგორც ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას, გამოკითხვა 11-18 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა გამოიკითხა 1711 რესპონდენტი.
0 კომენტარი