პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე განაცხადა, რომ "ის არის ნაცი, გახარიას პარტიის წარმომადგენელი". 
 
"ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია. ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად. ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.
კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ", - წერს გიორგი გახარია. 
შეგახსენებთ, ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" "თავისუფლების მარშიდან" ფოტო გამოაქვეყნა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *