საქართველოს პარლამენტის მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი.
"მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში უცხოელი აგენტების თუ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკავშირმაც მკაფიო განცხადება გააკეთა. მე ვიყავი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ და ჩემი მთავარი გზავნილი იყო რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რადგან ხაზგასასმელია, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპულ ოჯახში ცხოვრება. ამიტომ, ამ კანონის შემოღება, რომელსაც, ვშიშობ, უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
0 კომენტარი