საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მიერ ხელმეორედ დააონსებულ "რუსულ კანონზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი სახე გამოავლინა.
"ოცნებამ" უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, "ოცნებამ თავისი განაცხადი მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებსა თუ დღევანდელ რეკომენდაციებში წერია, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ყველა მიმართუკებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივირეთ ერთგვარი ავანსი და დღეს "ოცნება" არის დაკავებული ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
0 კომენტარი