პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა და ბაღებსა და სკოლებში ბავშვებს აჩვენებენ ტრანსგენდერებს".
"რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის, რომ ერთის მხრივ, ეს არის მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების ახალგაზრდა თაობის დაცვა, აი, ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. გადახედეთ რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენციაა. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია და პროპაგანდა. ბაღებშსა და სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, ბავშვებს აჩვენებენ ტრანსგენდერებს და ეუბნებიან, ყველგან - ამერიკასა და ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს და დღეს საგანგაშო ვითარებაა. ამიტომ, აუცილებელია და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე გუნდში მსჯელობა, საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, ჩვენი გუნდის სახელით გააჟღერა ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ჩვენ ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუ გახსოვთ, მაშინ მე გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში განისაზღვრა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება", - აღნიშნა მედიასთან საუბრისას საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
0 კომენტარი