უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე, საქართველოს დედაქალაქში მსვლელობა გაიმართა მოწოდებით - "ირწმუნე უკრაინის!" ორგანიზატორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვალი გახლდათ მრავალწლიანი აგრესიული ომის კულმინაცია. სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც შეძახილით - "სიკვდილი მტერს", რომელიც მოძრაობა "მაიდანი ბათუმის" ორგანიზებით ჩატარდა. აქცია დაიწყო უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით, რომლის შემდეგაც, მონაწილეებმა, ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.
ქართველმა ემიგრანტებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს ვაშინგტონში გამართულ აქციაზეც, რომელშიც უკრაინელებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის წევრები, ასევე, ევროპული ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობდნენ. სოლიდარობის აქციაზე საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანი არ იმყოფებოდა.
0 კომენტარი