აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, პარლამენტში განსახვილებლად წარადგინა კანონპროექტი სახელწოდებით, „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“. მისი განცხადებით, "კანონპროექტი ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას". ე.წ. პარლამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფიზიკური პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაფინანსებას მიიღებს იმ სახელმწიფოებისგან, რომლებმაც რეგიონი დამოუკიდებლად ცნეს, ან იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ამ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებული, მაშინ ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ შესაბამისი პირი „უცხოეთის აგენტად“ იქნეს შერაცხილი.

„კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და ასევე, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტების დოკუმენტში და იქვე მითითებულია, რომ "უცხოეთის აგენტად შეიძლება გამოაცხადონ როგორც ფიზიკური პირები, ასევე არაკომერციული ორგანიზაციები". ის ასევე ამბობს, რომ "პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს და არ განაცხადებენ შესაბამის რეესტრში თავისი „უცხოეთის აგენტად“ შეტანის შესახებ, პასუხისგებაში მიეცემიან  შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და დაისჯებიან დადგენილი წესით".

 

 

 

 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *