საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმ უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნოდებლი ომი გაგრძელდა, თუმცა რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა".
"ევროპის ერთიანობამ და სოლიდარობამ უკრაინა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ "რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს".
"რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტირიულ წყლებზე კონფროტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისთვის საფრთხის შექმნას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს იერიშები ნიშნავს მობილიზაციის გამოცხადებას, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციის და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება. ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება. საოკუპაციო ხაზთან კი გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდო-ერთმორწმუნეობის პროპაგანდა. პრორუსული ჯგუფების წახალისება-დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის გახშირება, მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნების დროს. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია, ხან კარგი, ხან ცუდი და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალი წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროკვოკაციები, ფრენების აღდგენა, ფსბ-სა და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს, საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, "საქართველოს გამოწვევები არც დემოკრატიულ ფრონტზე დააკლდა და 2023 წელს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ძალაუფლება გაძლიერდა და ის აისახა რუსული კანონის ინიცირებაში".
"ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა. დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი ეროვნული ბანკის შესახე, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არამხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიუღებლობა, არამედ, საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს. მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შოტებს შორის ის აუცილებელი ბალანში, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა, ასევე, პარლამენტი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, "ბოლო ცვლილებაც ამ ხაზს მიჰყვება - ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებასა და გამყარებას, რასაც პარტიის შიდა დემოკრატიისა თუ როტაციის პრინციპს არქმევენ".
"გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც, ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი, უფრო მკაფიოდ, ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან გადმოინაცვლა სახელისუფლო რიტორიკაში. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-გან საჯაროდ დისტანცირებამ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენს მიერ ევროინტეგრაციის მიმართ გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავალი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
0 კომენტარი