პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ "ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი, პოლიტიკურ დებატებზე უარი თქვას".
"ის თუ არ გახდა ამ საარჩვენო კამპანიის სახე, ლოგიკური დასკვნა ორი მიმართულებით შეგვიძლია გავაკეთოთ. პირველი, რომ ის ემზადება არჩევნების გასაყალბებლად, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც მისგან ელოდებიან ნებართვას, ტაში დაუკრან ან სცენაზე ავიდნენ, დამოუკიდებელ პოლიტიკას ქვეყანაში ვეღარ გაატარებენ. მან ერთი ადამიანი უაპელაციოდ გააგდო, მეორე დააწინაურა, ან არ დააწინაურა, არავინ იცის, რა შედეგები მოჰყვება ამას. ამის შესახებ კი, არანაირი ახსნა-განმარტება არ ყოფილა და მოტივაცია არ ახსნილა. გამოდის, რომ ეს ხალხი არაფერზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ვთვლი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი არ გახდება პოლიტიკური პროცესის არამხოლოდ ნაწილი, არამედ, " ქართული ოცნების" მხრიდან საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, არ ჩაერთვება ამ პროცესში და თვითონ არ აიღებს ღიად პასუხისმგებლობას, არა როგორც საპატიო თავმჯდომარე... ასე არჩევნებს ვერ მოიგებს. საპატიო თავმჯდომარე ხომ იცით, როგორი რამეა, თან ხარ, თან არ ხარ, სადღაც შუაში ხარ. შეგიძლია თქვა, რომ მე საპატიო თავმჯდომარე ვარ, პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილია, რაც გინდა ის დაუძახე და მას ელაპარაკეთ. ან მთავრობის თავმჯდომარე გყავთ, რაც გინდა ის ათქმევინე. როდესაც ეს ადამიანები მან განამწესა ისეთ პოზიციებზე, სადაც მათ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეს უპატივცემლობა და შეურცხყოფაა მოქალაქეების, ასე არჩევნებს ვერ მოიგებს. შესაბამისად, მას მოუწევს", - აღნიშნა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა.
მისივე განცხადებით, "შეუძლებელია საზოგადოება ვერ ხედავდეს, რომ დასუსტებული, არარაციონალური, დეგრადირებული "ოცნება", პირველ რიგში, იმის რისკს ზრდის, რომ თეორიულად გაჩნდეს შესაძლებლობა, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს".
"დღეს ქვეყნის სათავეში გვყავს ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ნება არ გააჩნიათ, პასუხისმგებლობაც არ აქვთ გააზრებული. ისინიც სიამოვნებით გაიშვერენ ხელს, უკვე ფორმალურად პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილისკენ - აგერ საპატიო თავმჯდომარეს მოკითხეთ. ერთი კვირის წინ, ქვეყანაში მმართველი პარტია ამბობდა, რომ ქვეყანაში 60% გვაქვს მხარდაჭერა, ჩვენ გადაგარჩინეთ ომისგან და შევინარჩუნეთ მშვიდობა, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი თავისუფალ ვარდნაშია და ერთადერთი კითხვაა, ორ ნაწილად დაიშლება, თუ ოთხ ნაწილად. ასეთ დროს, პოლიტიკაში შემოდის, უნდა ვაღიაროით, ყველაზე რესურსული ადამიანი. ერთი ადეკვატური მიზეზი მაინც მითხარით, არ არსებობს მიზეზი. შემიძლია მას დავპირდე, რომ არცერთ სიტყვას, ამ დებატების დროს, წარსულზე არ ვიტყვი, არცერთი სიტყვით წარსულს არ შევეხები, რადგან მაქვს იმდენი პასუხისმგებობა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ მივცე შესაძლებლობა, დეგრადრირებული და დასუსტებული "ქართული ოცნებით" ისარგებლოს. შეუძლებელია საზოგადოება ვერ ხედავდეს, რომ დასუსტებული, არარაციონალური, დეგრადირებული "ქართული ოცნება", პირველ რიგში, ჩვენთვის წარმოადგენს უზარმზარ რისკს, რომ თეორიული შესაძლებლობა არ გაჩნდეს, ნაციონალური მოძრაობა ოდემსე ხელისუფლებაში დაბრუნდეს. სხვანაირად, ქვეყნის მომავალზე ნორმალურად ვერ ვისაურებთ, დავბრუნდებით ისევ წარსულში. ჩემი მიზანი მარტივია - ქვეყანაში არსებული რადიკალიზაცია დავასრულოთ, ერთის მხრივ, გვყავს მოძალადე, ბოროტი ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც "ოცნების" დასუსტებულ სახეს რომ დაინახავენ, რევანშის შესაძლებობის აზრი გაუელვებთ, მეორე მხრივ, კორუმპირებული, იმფალტინური "ქართული ოცნება" და მესამე მხრივ, უზარმზარი შესაძლებლობები, რომ ეს ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ, ევროპული ოჯახის წევრი გავხადოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი მას უკარნახებს, აუცილებლად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და არავის მისცეს შესაძლებლობა იფიქროს, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში შესაძლებელია", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა.
0 კომენტარი