საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობამ, თბილისში ვიზიტად მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას მას არ აწვდიან.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“, - წერია საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს ეწვია და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. სომხეთის პირველი პირის დღის წესრიგში ასევე იყო, შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის, სასაზღვრო-საბაჟო პუნქტების მუშაობის ოპტიმიზაციის, სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციია და “მშვიდობის გზაჯვარედინის“ წახალისების განხილვა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *