ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ოდირი) ჯერ არ მიუღია მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან, რათა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდეს.

ოდირის პრესსპიკერმა კატია ანდრუშმა 12 ივნისს „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ ოდირი არჩევნებამდე 4-6 თვით ადრე იღებს ხოლმე მოწვევას დაკვირვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არჩევნებზე დაკვირვებისთვის მომზადებას დრო სჭირდება.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *