"ქართული ოცნება" პოლიტიკურ პარტიებს ლექციების, სემინარებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების გამართვისთვის უცხოური დაფინანსების მიღებას აუკრძალავს. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებს ერთპარტიული პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს და მას შემდეგ შევა ძალაში, რაც "ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს.
მოქმედი კანონი უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს უცხოური დაფინანსების მიღებას, თუმცა გამონაკლისის სახით კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების "ინსტიტუციური განვითარება", რაც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას. "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით ეს გამონაკლისები უქმდება.
პარალელურად, "ქართულმა ოცნებამ" ასევე წარადგინა ცვლილებები ქვეყნის კანონში გრანტების შესახებ, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო დონორებმა ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გრანტების მინიჭებამდე ხელისუფლების თანხმობა უნდა მოიპოვონ.
წყარო: civil.ge
0 კომენტარი