„ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს იღებს. ამჯერად მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს. „ქართულ ოცნებას“ „გრანტების შესახებ“ კანონში რეპრესიული ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირაში კანონი მიღებული იქნება. კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი. კანონპროექტი ძირითადად ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: კანონპროექტით ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია: კანონპროექტის მიხედვით, იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად კანონპროექტით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ წარმოების შემჭიდროებული – 3 თვიანი ვადა. საჭიროების შემთხვევაში, ეს ვადა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ შესაძლებელია გახანგრძლივდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით. „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძველი: აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი: „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოების შესაძლო არსებობის შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს. ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა სასამართლო ზემოთ მოყვანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კანონპროექტით დადგენილია შემჭიდროებული – 5 დღიანი ვადა, წინასაარჩევნო პერიოდში ზემოთ მოყვანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათის ვადაში. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. კანონპროექტით განისაზღვრა 6 -წლიანი ხანდაზმულობის ვადა შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის. კანონის პროექტი ითვალისწინებს აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ სანქციებს, კერძოდ: კანონპროექტის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობის წესი. წყარო: ნეტგაზეთი
0 კომენტარი