საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პავენ ჰერჩინსკი, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასა და შიმშილობას კიდევე ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებას მოთხოვნას განაგრძობ:

"ის [მზია ამაღლობელი] ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ის გასახიერებს ყველა უსამართლოდ დაკავებულის შემართებას. ჩვენ ყველანი უკიდურესად ვღელავთ მისი ჯანმრთელობის გამო და გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას", - აღნიშნა ელჩმა. 

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. 

 
 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *