საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკსის განცხადებით, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აღმაშფოთებელია.

"შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით. მე-17 დღეა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული შუახნის ქალის წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით. როცა ყველა ჩვენგანმა ტელევიზორში ვნახეთ სასტიკი ანგარიშსწორებები. ვგულისხმობ, რომ ნიღბიანი მამაკაცები ქალებს სცემდნენ და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ეს უპრეცედენტოა. ამიტომაც გაგრძელდება წევრ ქვეყნებთან სანქციებზე მსჯელობა", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯერ არ არის ერთსულოვნება "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სანქცირებაზე, თუმცა ამის მისაღწევად მუშაობა გაგრძელდება.

"მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალისთვის, რომელმაც თურმე პოლიციელს სცემა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებელნი ძალადობაზე, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებელი ადამიანების, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების დევნაზე, პასუხისგებაში მიეცემიან", - დასძინა პაველ ჰერჩინსკიმ.

განცხადება გაავრცელა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ და თქვა, რომ ის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. 

"ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, "ბათუმელებს", ეთერ თურაძესა და "ნეტგაზეთს" მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ," - წერს გასრი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *