კანონმდებლები და ყოფილი პოლიტიკოსები ტრანსატლანტიკური პოლიტიკური სპექტრიდან დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.

"ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკის გატარებისკენ, რომ არ გაიმართოს მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, სანამ ის არ დათანხმდება ახალ, სათანადოდ მონიტორინგით არჩევნების ჩატარებას. მოვუწოდებთ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და პროპაგანდისტებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს. ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩია, იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმურ შეშფოთებას ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, დანიშნა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სისასტიკით უპასუხეს ასიათასობით მომიტინგის ღამის პროტესტებს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მის გვერდით", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საერთაშორისო მეგობრების განცხადებას 45 ხელმომწერი ჰყავს, რომელთაგან პირველი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონია.

"მადლობელი ვარ, რომ წინ მივუძღვი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების ამ განცხადებას. მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ", — წერს უილსონი X-ზე.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ჯო უილსონი — კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე;
  2. რიჩარდ ჰადსონი — აშშ-ის კონგრესისა და ჰელსინკის კომისიის წევრი;
  3. მიჰალ შჩერბა — ევროპარლამენტარი;
  4. ერიკ ნილს კროსი — ესტონეთის პარლამენტის წევრი;
  5. ტომ ტუგენჰატი — გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი;
  6. რადოსლავ ფოგილი — პოლონეთის სეიმის წევრი;
  7. ურმას რეინსალუ — ესტონეთის პარლამენტის წევრი;
  8. სტივ კოენი — აშშ-ის კონგრესის და ჰელსინკის კომისიის წევრი;
  9. მარკ ვიზი — კონგრესმენი;
  10. ირმა კალნინა — ლატვიის პარლამენტის წევრი;
  11. მიხაელ როთი — გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  12. მარკო მიხელსონი — ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  13. გუსტავ გოზბერგი — შვედეთის პარლამენტის წევრი;
  14. ლია ქუარტაპელე — იტალიის პარლამენტის წევრი;
  15. ჟიგიმანტას პავილიონისი — ლიეტუვის პარლამენტის წევრი;
  16. მიხაელ გალერი — ევროპარლამენტის წევრი;
  17. ჰელმუტ ბრანშტატერი — ევროპარლამენტარი;
  18. პაველ ფიშერი — ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
  19. მიჰალ ვავრიკევიჩი — ევროპარლამენტარი;
  20. აგნიეშკა პომასკა — პოლონეთის სეიმის წევრი;
  21. რაინიე ვან ლანშოტი — ევროპარლამენტარი;
  22. რასა იუკნევიჩიენე — ევროპარლამენტარი;
  23. რიჰარდს კოლსი — ევროპარლამენტარი;
  24. ოლექსანდრ მერეჟკო — უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  25. დანიუს ზალიმასი — ევროპარლამენტარი;
  26. სებასტიან ტუნკუნენი — ევროპარლამენტარი;
  27. ნატალი ლუაზო — ევროპარლამენტარი;
  28. ფილიპო სენსი — იტალიის სენატის წევრი;
  29. ულრიხ ლეჩტე — გერმანიის ბუნდესტაგის წევრი;
  30. ბერნარდ გეტა — ევროპარლამენტარი;
  31. გაბრიელიუს ლანდსბერგისი — ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
  32. იან კელი — აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში;
  33. რენდი შონემანი — საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე, ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მრჩეველი;
  34. კენეტ იალოვიცი — აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში;
  35. ლორა თორნტონი — მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი;
  36. ჰანა ჰოპკო — უკრაინის გამარჯვების საერთაშორისო ცენტრი, უმაღლესი რადას საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე;
  37. დევიდ კრამერი — ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
  38. ვიოლა ფონ კრამონი — ყოფილი ევროპარლამენტარი;
  39. გერალდ კნაუსი — ევროპული სტაბილურობის ინიციატივა;
  40. ბენ ჰოჯესი — ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი;
  41. ეველინ ფარკასი — მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე;
  42. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი — საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი.
  43. გარი შმიტი — თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი წარმომადგენელი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *