საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. პირველი პირების შეხვედრა ელისეს სასახლეში გაიმართა.

"სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები", - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე. 

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა სოციალურ ქსელ X-ს მფლობელ ილონ მასკსაც. მისი თქმით, "არაჩვეულებრივი საუბარი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ილონ მასკთან. მოუთმენლად ველი, როდის მივესალმებით მას ჩვენს ქვეყანაში"

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *