საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უნგრეთი და ვენესუელა აღიარებენ და "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას ულოცავენ.
იმ ფონზე, როდესაც დასავლური ქვეყნები საერთაშიროსო თუ ადგილობრივი სადამკვირებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას ითხოვენ და არჩევნების საბოლოო შეფასებას არ ჩქარობენ, ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს მმართველ პარტიას პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა.
"ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და "ქართულ ოცნებას" უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!" - დაწერა ორნბანმა სოციალურ ქსელ X-ზე.
"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად ცნობს ჩინეთიც.
0 კომენტარი