"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" – ამ სახელწოდებით თბილისში სახალხო მარში გაიამრთა, რომლის ორგანიზატორიც სამოქალაქო სექტორია და მას ათი ათასობით მოქალაქესთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ლიდერებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, სადაც ამ წუთებში აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორებმა მარშის დაწყებამდე გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: "როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე".
თავისუფლების მოედნამდე მარშს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.
0 კომენტარი