უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონიაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მათი საუბრის დეტალებს არ ასაჯაროებს.
როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისადმი მიწერილ წერილში მას მოუწოდა, უკრაინის მაკროფინანსური დახმარებისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის მოახლოებული სამიტის დღის წესრიგში არ შეიტანოს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2027 წლამდე კიევის 50 მილიარდი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერას დაბლოკავს, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ევროკავშირი იპოვის გზებს უკრაინის ფინანსური მხარდასაჭერისთვის, მაშინაც კი, თუ უნგრეთი ამ ნაბიჯს ვეტოს დაადებს.
14 დეკემბერს, ევროსაბჭომ უნდა განიხილოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.
0 კომენტარი