სერბეთის პრემიერ -მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო, თუმცა პარლამენტმა რამდენიმე კვირის შემდეგ, დღეს დაადასტურა.

პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრემიერის გადადგომიდან 30 დღის განმავლობაში ახალი მთავრობა არ შეიქმნება და რომ ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.;

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე მიიღო. სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვისადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

 
 
 
 
 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *