ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბელგიელმა პოლიტიკოსმა, გადაწყვეტილების მიზეზად, მის გადადგომასთან დაკავშირებით, "რადიკალური რეაქციები და სპეკულაციები" დაასახელა.

"ყველა ამ მიზეზის გამო და ჩემს არსებულ მისიაზე ფოკუსის შესანარჩუნებლად, დაგეგმილ არჩევნებზე ჩემს კანდიდატურას ვხსნი. ვგეგმავ, მთელი ძალისხმევა ამჟამინდელი მოვალეობის შესრულებასა და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების გაგრძელებას დავუთმო, სანამ პრეზიდენტობის ვადა არ ამომეწურება", - აღნიშნულია ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპულ მედიაში, აქტიურად განიხილება საკითხი, რომ შარლ მიშელის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ამჟამინდელი თანამდებობიდან მის ვადაზე ადრე გადადგომას გულისხმობდა, რამაც, შესაძლოა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ევროკავშირის მოლაპარაკებები, კიდევ უფრო გაერთულებინა.

„არ მსურს, ჩვენმა გადაწყვეტილებამ მისიიდან გადაგვახვევინოს ან ეს ინსტიტუტი შეარყიოს და ვინმემ ეს საკითხი, ევროსაბჭოს დასაყოფად გამოიყენოს, რომელმაც, ჩემი აზრით, დაუღალავად უნდა განაგრძოს მუშაობა ევროპის ერთიანობისთვის“, - აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *