რუმინეთი უკრაინის საზღვართან ახალი მაგისტრალის მშენებლობას იწყებს. მაგისტრალი გათვლილია ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე, რომელმაც უკრაინას რუმინეთის პორტებთან წვდომის შესაძლებლობა პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გვერდის ავლით უნდა მისცეს.
რუმინული მედია იუწყება, რომ მშენებარე ახალ მაგისტრალთან თანამშრომლებისა და სამშენებლო ტექნიკის უპრეცედენტო მობილიზაციაა გამოცხადებული. მათი ინფორმაციით, 3000-მდე თანამშრომელი და ასობით ტექნიკა, მთელი დღის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
ახალი მაგისტრალის სიგრძე, დაახლოებით, 450 კმ-ი იქნება და ის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტიდან უკრაინის ქალაქ სირეტამდე გაივლის.
არსებობს მოლოდინი, რომ ახალი დერეფანი პოტენციურად შეცვლის უკრაინის ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების დინამიკას, რაც უკრაინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ეს გზა, შესაძლოა, გახდეს ერთგვარი სამაშველო რგოლიც, რადგან ის უზრუნველყოფს ომში მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების სწრაფ და პირდაპირ მარშრუტს. კიევის მოლოდინია, რომ ახალი მაგისტრალი პოტენციურად გარდაქმნის უკრაინის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ლანდშაფტსაც და შეამცირებს მის დამოკიდებულებას სხვა სატრანსპორტო მარშრუტებზე.
0 კომენტარი