პირველ თებერვალს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე, წევრი სახელმწიფოები მხარს დაუჭერენ უკრაინისთვის „მყარი სამხედრო დახმარების აღმოჩენას და ერთიან გადაწყვეტილებას უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, სამიტის გადაწყვეტილებათა პროექტზე დაყრდნობით აქვეყნებს. მასში ასევე ნათქვამია, რომ „ევროპული საბჭო ასევე ადასტურებს ამუნიციისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარების გადაუდებელ აუცილებლობას“.
Reuters-ი იტყობინება იმასაც, რომ ჯერ კიდევ ღიაა საკითხი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის დახმარების ფონდში დამატებით 5 მილიარდი ევროს შეტანასთან დაკავშირებით.
0 კომენტარი