პოლონეთის სასამართლომ, ჯაშუშური ქსელის 14 წევრი, მოსკოვის სასარგებლოდ შეთქმულებაში დამნაშავედ ცნო. ისინი დივერსიული აქტების მომზადებასა და სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში არიან მხილებულნი.
ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულების მიზანი, რომელთა შორის არიან რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები, დივერსია და იმ მატარებლების რელსებიდან გადაგდების დაგეგმვა იყო, რომლითაც უკრაინაში დახმარების მიწოდება ხდებოდა. ასევე, ვარშავის ცნობით, ჯაშუშები პოლონეთში სამხედრო ობიექტებისა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მონიტორინგს ახორციელებდნენ. ამასთან, უკრაინელების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად პროპაგანდისტულ მასალებსაც ავრცელდებდნენ.
”საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და დაადგინა, რომ ზოგიერთი მათგანი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ მოქმედებდა”, - მითითებულია პოლონეთის სასამართლოს მოსამართლის, იაროსლავ კოვალსკის გადაწყვეტილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის გამოტანისას, ჯაშუშობაში ბრალდებულები სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდნენ, მათმა უმრავლესობამ დანაშაული აღიარა. მათ შორის ერთ-ერთი რუსი სპორტსმენია, რომელიც ჰოკეის პოლონურ კლუბში თამაშობდა. მოსკოვმა მისი დაპატიმრება გააპროტესტა და ვარშავისგან "სრული ახსნა-განმარტება" მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბრალდებულის სრული ვინაობა საჯაროდ არ ვრცელდება, ცნობილია, რომ ჯაშუშური ქსელის მონაწილეები იყვნენ „ორი უკრაინელი ადვოკატი, პოლიტოლოგი, ფრანგული ენის მასწავლებელი, აფთიაქის ტექნიკოსი და კომპიუტერული ინჟინერი“. სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, ჯაშუშური ქსელის კიდევ ორი სავარაუდო წევრის საქმე, რომლებმაც ბრალდებების აღიარებაზე უარი განაცხადეს, დამატებით განიხილავენ. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მოსკოვის დავალებით მოქმედი ჯგუფი ინსტრუქციებს Telegram-ის საშუალებით, დაშიფრულად იღებდა, მათ თანხას კი, კრიპტოვალუტაში უხდიდნენ. პოლონური მედიის ცნობით, ჯაშუშებმა, ანაზღაურების სახით, $300-დან $10,000-მდე მიიღეს.
0 კომენტარი