პოლონეთის პარლამენტმა, დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტრად არჩევას, მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა, უკვე ყოფილმა პრემიერმა მატეუშ მორავიეცკიმ კი, სეიმში მნიშვნელოვანი ხმა დაკარგა. კენჭისყრაზე ხმები ასე გადანაწილდა: დონალდ ტუსკმა 266 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 190 ხმა დაფიქსირდა, რის შემდეგაც ქვეყნის პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა.
ოქტომბრის არჩევნებში, ოპოზიციურმა კოალიციამ დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით, მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. საგულისხმოა, რომ არჩევნებზე აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი - 70% დაფიქსირდა.
პოლონური მედია ამბობს, რომ დონალდ ტუსკის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად არჩევა, ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ნიშნავს. ახალი პრემიერ-მინისტრი კაბინეტს სამშაბათს წარადგენს, მათ შორისაა რადოსლავ სიკორსკი, რომელიც ტუსკის მთავრობაში თანამდებობას ადრეც იკავებდა. დონალ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2007-2014 წლებშიც გახლდათ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ აღადგენს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რაც “სისტემურად უთხრის ძირს ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობას”. მისივე თქმით, “გუნდი უკვე მუშაობს მთელ რიგ ზომებზე, რომლებიც კანონის უზენაესობას მაქსიმალურად აღადგენს”.
მან ასევე დადო პირობა, რომ დააჩქარებს ევროკავშირისგან 35 მილიარდი ევროს მიღებას, რომლის გაცემაზეც ევროკავშირმა უარი თქვა პოლონეთში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული კითხვის ნიშნების გამო.
0 კომენტარი