იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, შესაძლოა, 2024 წლის დასაწყისში გადადგეს და ის კანცლერის თანამდებობაზე გერმანიის მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეცვალოს. იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, ინფორმაცია გერმანულმა Bild-მაც გაავრცელა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი პოსტორიუსი, ცოტა ხნის წინ, ყველაზე პოპულარული გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში ლიდერობდა.
31 დეკემბერს გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა 15%-მდე დაეცა.
0 კომენტარი