ნიდერლანდების მთავრობა აცხადებს, რომ 2024 წელს უკრაინას 2,5 მილიარდი ევროს (დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი) გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან 21-თვიანი ომი მორიგი ზამთრის პერიოდში გადადის, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე კი, უკრაინის საომარი შესაძლებლობა, შესაძლოა, შენელდეს. ამის შესახებ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.
“დარწმუნებული იყავით ჩვენს მხარდაჭერაში. თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა”,- თქვა მანდ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ.
ბრუინს სლოტმა თქვა, რომ 13 ნოემბერს, ნიდერლანდებმა რუმინეთში გახსნა F-16-ების სასწავლო ცენტრი და მუშაობს შეერთებულ შტატებთან, დანიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების განლაგება რაც შეიძლება სწრაფად შეეძლება.
0 კომენტარი