თავდასმხმელმა პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის მიმდებარედ, სულ მცირე, 15 ადამიანი მოკლა, დაშავებულია 30 ადამიანი, რომელთაგან ცხრა კრიტიკულ მდგომარეობაშია - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მათივე განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც სროლა უნივერსიტეტის მეოთხე სართულიდან დაიწყო, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს. ჩეხეთის მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 24 წლის სტუდენტი, დევიდ კოზაკი იყო, რომელიც პრაღის ახლომდებარე სოფელში ცხოვრობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  მას ტელეგრამის არხი ჰქონდა, სადაც თავდასხმამდე შემაშფოთებელ პოსტებს აქვეყნდება. სტუდენტის მამა სამშაბათს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებობს ვარაუდი, რომ მასობრივ სროლამდე, თავდამსხმელმა მამამისი მოკლა. 

“ეს თავდასხმა არ განიხილება როგორც ტერორისტული აქტი”,- განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.

ჩარლზის უნივერსიტეტი ისტორიული პრაღის შუაგულში მდებარეობს, რომელსაც, განსაკუთრებით წინა საახალწლო დღეებში, უამრავი ტურისტი სტუმრობს. უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც როგორც ჩეხეთში, ისე მთელ ევროპაში, ხვალ საშობაო არდადეგების დაწყებასა და სასწავლო სემესტრის დასრულების აღნიშვნას გეგმავდნენ, უსაფრთხოების მიზნით რუდოლფინუმის ხელოვნების კომპლექსში გადაიყვანეს. უსაფრთხოების მიზნითვე, გადაკეტილია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ქუჩებიც. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *