საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირმა არსებულ “მძიმე ვითარებას ერთიანი მტკიცე მმართველობით უნდა უპასუხოს, გაფართოება კი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.

“დღეს ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს უსაფრთხოებისდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გარდა გაფართოების, ფინანსური თუ სამხედრო მიმართულებით მისაღები გადაწყვეტილებისა, გვაქვს ომი უკრაინაში და ასევე, მძიმე ვითარება პალესტინასა და ღაზაში.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა როგორცგაფართოების, ისე სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა უნდა იყოს განგრძობითი და მზარდი, რადგან ეს არ არის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს ჩვენი უსაფრთხოების მთავარი შემაბრკოლებელი გარემოებაა. შესაბამისად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში გაფართოება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ეს არის ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა, რაც გვაქვს არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ, ბალკანეთის ქვეყნებთან და კავკასიასთან.

 

ამიტომ, აუცილებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება ევროპის მშვიდობიანიგანვითარებისთვის. ახლა საჭიროა ევროსაბჭოს ლიდერებმა შესაბამისი მტკიცე პოლიტიკური მართვის სურვილი ერთიანად გამოავლინონ”, - ამბობს ჟოზეფ ბორელი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *