ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა, უკრაინის დახმარების პაკეტზე გადაწყვეტილება, სწრაფად უნდა მიიღონ.

„ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ სწრაფად უნდა მივიდეთ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეთანხმებამდეც“, - თქვა მან მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებითვე, კიევისთვის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტზე შესათანხმებლად, შესაძლოა, ისევ "უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მუშაობა გახდეს აუცილებელი".

“ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი შეთანხმება მთავარი ამოცანაა, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტებისთვისაც უნდა მოვემზადოთ. ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე ვმუშაობთ. ამ ნაბიჯებმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის საკითხზე შეთანხმების მექანიზმები, რომლის შემდეგაც, ბელგიის მთავარი ამოცანა იქნება, პოლიტიკური შეთანხმება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტშის დონეზეც დაჩქარდეს“,-აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის დეკემბრის სამიტის შემდეგ, ევროპელი ლიდერების სრულმა უმრავლესობამ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა ფინანსურ დახმარებას, 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. ევროკავშირის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხის ირგვლივ საგანგებო სამიტი, პირველ თებერვალს გაიმართება. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *